”ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ”
გორში 2009 წელს (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) განხორციელდება პროექტი დაწყებითი კლასის პედაგოგების მომზადება ფასეულობით განათლებაში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით.
ტრენინგებში მონაწილე მოზარდები იქნებიან ინიციატორები სკოლაში თანატოლთა განათლებისა და ქალაქში ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების.
ტრენინგი მიმართულია ბავშვებსა და მოზარდებში ფასეულობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ.
ტრენინგში ჩაერთვნენ უფროკლასელი მოზარდები (13-16 წლის )
მე-8, მე-9, მე - 10 კლასის მოსწავლეები
მე-8, მე-9, მე - 10 კლასის მოსწავლეები
მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:
lლიდერობა, გუნდურობა;
lმარავალფეროვნების მართვა;
lფასეულობითი განათლება;
lპროექტის წერა, განხორციელება, მართვა;
lდებატების ხელოვნება;
lკონფლიქტების მართვა;
lსილუეტების თეატრი
lTOT- ტრენინგი ტრენერებისათვის მოსწავლეთათვის
კლუბის წევრები მოამზადებენ და ჩაატარებენ ფასეულობით სპექტაკლებს უმცროსკლასელებს
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოეწყოს საქალაქო ღონისძიება სახელწოდებით
” ვქმნით ტოლერანტულ გარემოს” ,
რომლის განმახორციელებლები იქნებიან კლუბის წევრი მოზარდები, ღონისძიებას ექნება კონკურსის სახე .
კლუბის წევრები წარმოადგენენ პროექტებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანატოლები მათი სკოლებიდან და მათგან ერთი საუკეთესო დაფინანსდება (450 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი ლარებში)
პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაიბეჭდება:
3000 ფასეულობათა მოთხრობა, 1000 პოსტერი, 5000 წიგნის სანიშნი