Saturday, March 7, 2009

ტრენინგები მოსწავლეთათვის

 ”ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ” 

გორში 2009 წელს (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) განხორციელდება პროექტი დაწყებითი კლასის პედაგოგების მომზადება ფასეულობით განათლებაში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით.
         ტრენინგებში მონაწილე  მოზარდები იქნებიან ინიციატორები სკოლაში თანატოლთა განათლებისა და ქალაქში ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების.
ტრენინგი მიმართულია ბავშვებსა და მოზარდებში ფასეულობითი უნარ-ჩვევების  გამომუშავებისაკენ.
ტრენინგში ჩაერთვნენ უფროკლასელი მოზარდები (13-16 წლის )
 
მე-8, მე-9, მე - 10 კლასის მოსწავლეები

მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:
lლიდერობა, გუნდურობა;
lმარავალფეროვნების მართვა;
lფასეულობითი განათლება;
lპროექტის წერა, განხორციელება, მართვა;
lდებატების ხელოვნება;
lკონფლიქტების მართვა;
lსილუეტების თეატრი
lTOT-  ტრენინგი ტრენერებისათვის მოსწავლეთათვის
კლუბის წევრები  მოამზადებენ და ჩაატარებენ ფასეულობით სპექტაკლებს უმცროსკლასელებს
  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოეწყოს საქალაქო ღონისძიება  სახელწოდებით

        ” ვქმნით ტოლერანტულ გარემოს” , 

რომლის განმახორციელებლები იქნებიან კლუბის წევრი მოზარდები, ღონისძიებას ექნება კონკურსის სახე .


კლუბის წევრები წარმოადგენენ  პროექტებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანატოლები მათი სკოლებიდან   და მათგან ერთი საუკეთესო დაფინანსდება (450 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი ლარებში)

 პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაიბეჭდება:
 3000 ფასეულობათა მოთხრობა, 1000 პოსტერი, 5000 წიგნის სანიშნი